აქ შენ სითიქომის გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე იპოვი პასუხს, თუ კიდევ გექნება კითხვები შეგიძლია მოგვწერო ჩათში, ჩვენ მუდამ მზად ვართ დაგეხმაროთ.

სითიქომის შესახებ

გაინტერესებს რა არის ამხანაგობა და რაში ეხმარება სითიქომი ამხანაგობებს? ამ კითხვებზე პასუხს ამ მონაკვეთში გავცემთ.

მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება, შექმნილი საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა და განვითარების მიზნით.
სითიქომი კორპუსი მცხოვრები ადამიანების მიერ შექმნილი ამხანაგობების ონლაინ ყულაბა, ამხანაგობების მოვალეობაა მოუარონ კორპუსს, ყოველ თვიურად დაფარონ მისი სხვადასხვა ხარჯები და იზრუნონ მისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სითიკომის სწორედ ამაში ეხმაარება ამხანაგობებს, ის უზრუნველჰყობს ამ თანხების გამჭირდვალედ შეგროვებას და ნებისმიერ წევრს აქვს უფლება ნახოს რაში იხარჯება მის მიერ ამხანაგობის ბალანსზე შეტანილი თანხა.
სითიქომი მხოლოდ ეხმარება ამხანაგობებს თანხების შეგროვებაში, ყოველთვიურ გადასახადს და საბაზისო ტარიფებს თავად ადგენს ამხანაგობა, პირობები ინდივიდუალურია კორპუსის ხარჯებიდან და მოხოვნებიდან გამომდინარე.

ბალანსი

შენს და ამხანაგობის ბალანსთან დაკავშრებულ კითხვებზე პასუხს ამ გრაფაში იპოვი.

ბალანსის შევსება სითიკომის ვებ-გვერდის მეშვეობით შეგიძლიათ.

ასევე საქართველოსა და თიბისის ბანკის ჩარიცხის აპარატებითა და მობაილ ბანკის მეშვეობით.

საქართველოს ბანკის შემთხვევაში აირჩიეთ კატეგორია სხვა ხოლო თიბისი ბანკის შემთხვევაში კატეგორია კომუნალურები.

ჩვენს ვებ გვერდზე ავტორიზაციის შემთხვევაში შენ ასევე შეგიძლია ნახო ბოლო 6 თვის რეპოტი ჩარიცხულ და გახარჯულ თანხებთან დაკავშირებით და გადაამოწმო შენს ანგარიშზე მიბმული ბარათები.

ბალანსის შემოწმება სითიკომის ვებ-გვერდის მეშვეობით შეგიძლიათ.

ასევე შეგიძლიათ ნახოთ ბოლო 6 თვის რეპოტი ჩარიცხულ და გახარჯულ თანხებთან დაკავშირებით, გადაამოწმოთ თქვენს ანგარიშზე მიბმული ბარათები და საჭიროების შემთხვევაში შეავსოთ ბალანსი.

დეტალური ამონაწერის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გამოაგზავნოთ შეტყობინება ჩვენი ადმინისტრაციის მეილზე – info@citycom.ge. შეტყობინებაში გთხოვთ მიუთითოთ თქვენი ბარათის 8 ნიშნა კოდი და საკონტაქტო ინფორმაცია.

დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გამოაგზავნოთ შეტყობინება ჩვენი ადმინისტრაციის მეილზე – info@citycom.ge. შეტყობინებაში გთხოვთ მიუთითოთ თქვენი ბარათის 8 ნიშნა კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია და დააფიქსიროთ დავალიანების ჩამოწერის მიზეზი. შეტყობინება გადამისამართდება კორპუსის პასუხისმგებელ პირთან რომლის თანხმობის შემთხვევაში მოხდება დავალიანების ჩამოწერა. დადებით ან უარყოფით პასუხს მიიღებთ მეილის საშუალებით.

ბარათები

სითიქომის ბარათებთან დაკავშრებულ კითხვებზე პასუხს ამ გრაფაში იპოვი.

სითიქომის ბარათის შეძენა ევროპროდუქტისა და ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ.

სტანდარტული ბარათის ღირებულება შეადგენს – 1 ლარს. ლამინირებული ბარათის ღირებულება კი – 3 ლარია.

ბარათის გააქტიურებას ვებ-გვერდის მეშვეობით პირად კაბინეტში ბარათის დამატებით შეგიძლებთ.

ევროპროდუქტის ფილიალები

ბიბლუსის ფილიალები

სითიქომის ბარათის გააქტიურებას ვებ-გვერდის მეშვეობით შეძლებთ. გაიარეთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია სითიქომის ვებ-გვერდზე, აირჩიეთ ბარათის დამატება და შეიყვანეთ ბარათის 8 ნიშნა კოდი.

სითიქომის ბარათის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან მოგვწერეთ შეტყობინება მეილზე: info@citycom.ge .

ძველი ბარათების ახლით ჩანაცვლება უფასოა.

სითიქომის ბარათის გაუქმებსთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან მოგვწეროთ შეტყობინება მეილზე: info@citycom.ge. ბარათის გაუქმების ღირებულება შეადგენს – 2 ლარს.

სტანდარტული ბარათის ღირებულება შეადგენს – 1 ლარს. ლამინირებული ბარათის ღირებულება კი – 3 ლარია. დარეგისტრირებული ბარათის ყოველთვიური საკომისიო შეადგენს 1 ლარს.

პირადი მონაცემები

ხშირად არის მომენტი როცა საკონტაქტო ან სხვა ინფორმაციის ცვლილება გვინდა, გაიგე როგორ უნდა მოიქე ამ შემთხვევაში.

მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ ქოლ ცენტრს ან მოგვწეროთ შეტყობინება მეილზე info@citycom.ge.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შეთანხმებიდან გამომდინარე კორპუსის ყველა მაცხოვრებელი ვალდებულია მოუაროს და ხელი შეუწყოს საერთო საკუთრების განვითარებას.

თუ თქვენ გსურთ სითიქომში საკუთარი რეგისტრაციის გაუქმება მოგვწერეთ შეტყობინება მეულზე info@citycom.ge. 

მიუთითეთ ბარათის კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია და მისამართი. ჩვენ დაუკავშირდებით კორპუსის  პასუხისმგებელს პირს და დადებითი პასუხის შემთხვევაში გავაუქმებთ თქვენს რეისტრაციას. 

პასუხს მიიღებთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.