კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 19 მაისი
შესავალი
შპს „სითიქომისთვის“ (ს/კ: 405197111; შემდგომში — „კომპანია“ ან/და „სითიქომი“) უმნიშვნელოვანესია ჩვენი ანგარიშის მფლობელის პერსონალური მონაცემების დაცვა და ხელშეუხებლობა. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა მიზნად ისახავს, გამჭვირვალედ და დეტალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვაგროვებთ, ვამუშავებთ, ვიყენებთ და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს სითიქომის ვებგვერდის (www.citycom.ge), მობილური აპლიკაციისა და კარიერული პორტალის (career.citycom.ge) (ერთობლივად — „პლატფორმა“) გამოყენებისას.
რა კატეგორიის მონაცემებს ვამუშავებთ?
პლატფორმის სპეციფიკიდან და მოწოდებული სერვისებიდან გამომდინარე, მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპის დაცვით, ჩვენ ვამუშავებთ შემდეგი კატეგორიის მონაცემებს: ა) აპლიკაციისა და ვებგვერდის ანგარიშის მფლობელები (ძირითადი და ინდივიდუალური ანგარიშის მფლობელები, სამეზობლო/ამხანაგობა): • საიდენტიფიკაციო მონაცემები — სახელი, გვარი, უძრავი ქონების/ბინის მისამართი, სართული და ბინის ნომერი; ინდივიდუალური ანგარიშის რვანიშნა ID კოდი, ასევე ანგარიშის სტატუსი სამეზობლოში (მაგ. „მფლობელი“, „ოჯახის წევრი“, „მოიჯარე“, „უფლებამოსილი პირი“). • საკონტაქტო მონაცემები — მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. • ფინანსური და ტრანზაქციული მონაცემები — ანგარიშის მფლობელის მიმდინარე ბალანსი, ვადამოსული გადასახადები, მიმდინარე დავალიანება (არსებობის შემთხვევაში), შესრულებული ტრანზაქციების ისტორია (ტრანზაქციის აღწერა, თარიღი, თანხის ოდენობა და ტრანზაქციის სტატუსი). ასევე, პლატფორმაზე დამატებული საბანკო ბარათის რეკვიზიტები (რომელიც მუშავდება დაშიფრულად პარტნიორი ბანკის/საგადამხდელო სისტემის მეშვეობით). • ანგარიშის მფლობელის ფოტოსურათი, რომელიც პლატფორმაზე აიტვირთება ექსკლუზიურად სუბიექტის ინიციატივით. • ინფორმაცია სამეზობლოს აქტიური/არააქტიური წევრებისა და უფლებამოსილი პირის შესახებ. • სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებული მონაცემები — სადარბაზოს კარის დისტანციურად გაღების მიზნით რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი, დაშვების დროებითი (ოთხნიშნა) ან მუდმივი (რვანიშნა) კოდები, ასევე ანგარიშის პაროლი (რომელიც ინახება ექსკლუზიურად ჰეშირებული/დაშიფრული ფორმით). ბ) ვაკანსიით დაინტერესებული პირები (კანდიდატები): კარიერული პორტალის მეშვეობით დასაქმების მიზნით გამოგზავნილი მონაცემები: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, საკონტაქტო ნომერი და რეზიუმეში (CV) არსებული სხვა დამატებითი ინფორმაცია. გ) პლატფორმის ტექნიკური და მოწყობილობის მონაცემები (ყველა ტიპის ვიზიტორისა და ანგარიშის მფლობელისათვის): სისტემის გამართული მუშაობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ ავტომატურად ვამუშავებთ შემდეგ ტექნიკურ ინფორმაციას: • იმ მოწყობილობის IP მისამართი, რომლითაც განხორციელდა პლატფორმაზე წვდომა; • ოპერაციული სისტემის ტიპი და ვერსია, ასევე გამოყენებული ბრაუზერის ტიპები და ვერსიები; • წვდომის თარიღი, დრო და სისტემის სხვა დიაგნოსტიკური მონაცემები. დ) მომსახურების მიმწოდებლები (შემდგომში — „პროვაიდერები“): მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში სხვადასხვა სახის მომსახურების განმახორციელებელი პირების სახელი, გვარი (ან იურიდიული დასახელება), საკონტაქტო მონაცემები და პროფესიული ინფორმაცია (გაწეული მომსახურების კატეგორია).
მონაცემთა დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები
შპს „სითიქომი“ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ, წინასწარ განსაზღვრული, მკაფიო და ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. მონაცემთა დამუშავების მიზნები: • პლატფორმით სარგებლობის უზრუნველყოფა — თქვენი ძირითადი და ინდივიდუალური ანგარიშების მართვა, საწევრო და სხვა ტიპის გადასახადების ადმინისტრირება, სადარბაზოს კარის დისტანციური მართვის სერვისის მიწოდება და ტექნიკური მხარდაჭერა; • სამეზობლოში გამჭვირვალობის უზრუნველყოფა — საერთო საკუთრების სივრცეების მოვლა-მოწესრიგებისა და საერთო ბალანსის ფორმირების პროცესში, ამხანაგობის/სამეზობლოს წევრებს შორის ფინანსური და საორგანიზაციო გამჭვირვალობის ხელშეწყობა; • მომსახურების მიმწოდებელთა პოპულარიზაცია — შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში, „სერვისების მარკეტზე“ რეგისტრირებული პროვაიდერების საკონტაქტო და პროფესიული ინფორმაციის საჯაროდ განთავსება დაინტერესებულ პირთა ფართო წრისთვის შესათავაზებლად; • პირდაპირი მარკეტინგი — წინასწარი ნებაყოფლობითი თანხმობის შემთხვევაში, კომპანიის სერვისების, მიმდინარე აქციებისა და საპარტნიორო ქსელის ექსკლუზიური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მოწოდება; • კანდიდატთა შერჩევა და დასაქმება — კარიერული პორტალის მეშვეობით შემოსული განაცხადების (CV) განხილვა და საკადრო რეზერვის ფორმირება; • უსაფრთხოება და კანონისმიერი ვალდებულებების შესრულება — პლატფორმის ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა, ფინანსური/საგადასახადო აღრიცხვის წარმოება და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულება; • სითიქომის ან/და ნებისმიერი მესამე პირის ლეგიტიმური ინტერესების დაცვა. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები: ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი სამართლებრივი საფუძვლებიდან ერთ-ერთი: • გაცხადებული გაქვთ თანხმობა მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე; • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მხარეთა შორის დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან თქვენი მოთხოვნით გარიგების დასადებად; • მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით; • მონაცემთა დამუშავება საჭიროა კანონმდებლობით/რეგულაციებით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; • კანონის თანახმად, თქვენი მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან თქვენ თავად გახადეთ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი; • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად; • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენი განცხადების განსახილველად (მომსახურების გასაწევად) ან/და ეფუძნება კანონით გათვალისწინებულ სხვა დამატებით საფუძვლებს.
მონაცემთა გაზიარება და მესამე პირები
ჩვენ არ ვყიდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს. მესამე პირებთან თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება ხორციელდება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ან/და სხვა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის (მათ შორის, თქვენი თანხმობის) არსებობისას. პლატფორმის სპეციფიკიდან და მომსახურების მიზნებიდან გამომდინარე, თქვენი მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა გავუზიაროთ: • სამეზობლოს/ამხანაგობის წევრებსა და უფლებამოსილ პირებს — საერთო სივრცეების მართვისა და ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად (კონფიდენციალურობის პოლიტიკით დადგენილი წესების შესაბამისად); • საფინანსო და საგადამხდელო ინსტიტუტებს — პარტნიორ ბანკებსა და საგადამხდელო სისტემის პროვაიდერებს (ლოკალური საგადამხდელო სისტემები), ტრანზაქციებისა და გადახდების შეუფერხებელი ადმინისტრირების მიზნით; • მომსახურების პროვაიდერებს — კომპანიებს, რომლებიც გვიწევენ მომსახურებას, მათ შორის ცხელი ხაზის ინფრასტრუქტურის მომწოდებლებს, საკომუნიკაციო (SMS/ელ. ფოსტის) პროვაიდერებს და სხვა; • სახელმწიფო და სამართალდამცავ ორგანოებს — კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში, იურიდიული მოთხოვნების შესრულების, დანაშაულის პრევენციის ან/და კომპანიისა და მისი ანგარიშის მფლობელების უფლებების დასაცავად; • თქვენს კანონიერ წარმომადგენლებს — სათანადოდ დამოწმებული მინდობილობის ან კანონისმიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე; • სხვა მესამე პირებს — ექსკლუზიურად თქვენი წინასწარი, ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე.
მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა
სხვა სახელმწიფოში თქვენი მონაცემების გადაცემა შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაცემის საფუძვლები და მიმღებ სახელმწიფოში უზრუნველყოფილია მონაცემთა და უფლებების დაცვის სათანადო გარანტიები. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა გადაცემა აუცილებელი იქნება ისეთ სახელმწიფოში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც არ არსებობს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები, სითიქომი შეიმუშავებს პერსონალურ მონაცემთა გადაცემის შესახებ სტანდარტულ ხელშეკრულებას, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების სათანადო დაცვას, და მოიპოვებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნებართვას ან/და თქვენს პირდაპირ თანხმობას, რომელიც სრულად იქნება შესაბამისი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. უსაფრთხოების გარანტიები მესამე პირებთან მიმართებით პერსონალური მონაცემის მესამე პირისთვის (მათ შორის, მომსახურების პროვაიდერებისთვის) გადაცემამდე, კომპანია ამოწმებს, მიღებულია თუ არა მიმღები მხარის მიერ მონაცემთა დასაცავად შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები. ჩვენ არ გადავცემთ თქვენს მონაცემებს მესამე პირებს, თუ მათი საქმიანობიდან, რეპუტაციიდან ან მიზნებიდან გამომდინარე, არსებობს მონაცემთა არამიზნობრივი დამუშავების, არაავტორიზებული წვდომის ან თქვენი უფლებების შელახვის მაღალი საფრთხე.
მონაცემთა უსაფრთხოება და შენახვის ვადები
ჩვენ ვიღებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად. ანგარიშების დაცვას, მათ შორის, უზრუნველყოფს თავად ანგარიშის მფლობელი საიდუმლო პაროლის განსაზღვრით, რომელსაც სისტემა ინახავს ჰეშირებული/დაშიფრული სახით, შესაბამისად პაროლი არ არის ხელმისაწვდომი უშუალოდ კომპანიისთვის. მიუხედავად ამისა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გადაცემა არ არის 100%-ით უსაფრთხო და პასუხისმგებლობა თქვენი პაროლის მესამე პირებისთვის გაზიარების შედეგებზე გეკისრებათ პირადად თქვენ. მონაცემთა შენახვის ვადები ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების კონკრეტული მიზნების მისაღწევად, ან კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად. მონაცემთა შენახვის ვადები განისაზღვრება დამუშავების სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით: • სახელშეკრულებო ვალდებულებები — პლატფორმის ძირითადი ან/და ინდივიდუალური ანგარიშის მფლობელების მონაცემები ინახება შესაბამის ამხანაგობასთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადით (შესაძლო სამართლებრივი დავების, პრეტენზიების პრევენციის ან/და უფლებების დაცვის მიზნით). • ლეგიტიმური ინტერესი — კომპანიის ან მესამე პირის ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე დამუშავებული მონაცემები ინახება შესაბამისი ლეგიტიმური ინტერესის არსებობის ვადით, სანამ არ მოხდება აღნიშნული ინტერესის ამოწურვა. • თანხმობა — თქვენი თანხმობის საფუძველზე დამუშავებული მონაცემები (მაგალითად: საკონტაქტო მონაცემების გასაჯაროება სამეზობლოში, პროვაიდერთა მონაცემების მარკეტზე განთავსება, პირდაპირი მარკეტინგი და დასაქმების მიზნით გამოგზავნილი რეზიუმე) ინახება თქვენ მიერ თანხმობის გამოხმობამდე. თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში კომპანია კანონით დადგენილ ვადებში (მაგ. მარკეტინგის შემთხვევაში არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა) უზრუნველყოფს მონაცემების წაშლასა და დამუშავების შეწყვეტას, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი იარსებებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დამატებითი სამართლებრივი საფუძველი. • კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულება — ფინანსური და საგადასახადო ხასიათის ინფორმაცია (შესრულებული ტრანზაქციების ისტორია, ანგარიშსწორების დეტალები) ინახება საგადასახადო კანონმდებლობითა და ბუღალტრული აღრიცხვის წესებით მკაცრად განსაზღვრული ვადით. მონაცემთა შენახვის ვადის გასვლის ან დამუშავების მიზნის მიღწევის (აგრეთვე თანხმობის გამოხმობის) შემდეგ, თქვენი პერსონალური მონაცემები ექვემდებარება წაშლას, განადგურებას ან ანონიმიზაციას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი იარსებებს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. თქვენს მონაცემებს კანონმდებლობის შესაბამისად ვინახავთ და მათ დასაცავად უზრუნველვყოფთ ფიზიკურ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ გარანტიებს — ვიცავთ ჩვენი ელექტრონული მოწყობილობების, ფაილების, შენობის უსაფრთხოებას, გვაქვს ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული კონტროლის მექანიზმები, რათა თავიდან ავიცილოთ თქვენს მონაცემებზე არაავტორიზებული წვდომა, გამოყენება, გადაცემა, დაკარგვა ან განადგურება. ჩვენი თანამშრომლები იცავენ მონაცემთა კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესაბამისად.
მზა ჩანაწერები (Cookies)
ვებგვერდზე ნავიგაციის გამარტივების, პლატფორმის ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ანგარიშის მფლობელის გამოცდილების პერსონალიზაციის მიზნით, ჩვენ ვიყენებთ მზა ჩანაწერებს (ე.წ. Cookies). აღნიშნული მოიცავს როგორც აუცილებელ ტექნიკურ ფაილებს, ასევე ანალიტიკურ და ავტორიზაციისთვის განკუთვნილ ჩანაწერებს. დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა ტიპის მზა ჩანაწერებს ვიყენებთ, რა მიზნით და როგორ შეგიძლიათ მათი მართვა/გათიშვა თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან, გთხოვთ, იხილოთ ჩვენს განცალკევებულ მზა ჩანაწერების (Cookies) პოლიტიკაში.
მონაცემთა სუბიექტის უფლებები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება: • მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე; • მოითხოვოთ არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება; • მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა ან წაშლა, თუ არ არსებობს დამუშავების სხვა კანონისმიერი საფუძველი; • ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა; • მიმართოთ კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, სითიქომს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან სასამართლოს თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში. თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ მათი რეალიზაცია საფრთხეს უქმნის: • სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს; • საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს; • დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულებას; • ქვეყნის ფინანსური ან ეკონომიკური, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს; მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას; • თქვენი ან სხვების უფლებებსა და თავისუფლებებს; • სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას; • სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას. უფლებების შეზღუდვის ზომას სითიქომი იყენებს მხოლოდ შეზღუდვის მიზნის ადეკვატურად და პროპორციული მოცულობით.
ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
სითიქომი იტოვებს უფლებას, პერიოდულად განაახლოს წინამდებარე პოლიტიკა კანონმდებლობის ან ბიზნეს-პროცესების ცვლილებების შესაბამისად. ნებისმიერი ცვლილების შესახებ გეცნობებათ პლატფორმის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
საკონტაქტო ინფორმაცია
თუ გაქვთ კითხვები მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით ან გსურთ თქვენი უფლებების რეალიზაცია, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: შპს სითიქომ (ს/ნ 405197111) იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა, N48, ბინა N3 ფაქტობრივი მისამართი: გ. დანელიას 23, თბილისი, საქართველო ელექტრონული ფოსტა: info@citycom.ge საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 0322 23 24 25 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი — შპს „დიპიო თრასთნეტი“.