სითიქომის ვებ-გვერდისა და აპლიკაციის გამოყენების წესები და პირობები
ბოლო განახლება: 2026 წლის 19 მაისი
სითიქომის ვებ-გვერდისა და აპლიკაციის გამოყენების წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს შპს „სითიქომის“ (ს/ნ 405197111) ვებ-გვერდისა და აპლიკაციის გამოყენების წესებსა და პირობებს (შემდგომში, „წესები და პირობები“). მათზე დათანხმებით, თქვენზე გავრცელდება აღნიშნული წესებისა და პირობების მოქმედება. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ეთანხმებით წესებსა და პირობებს და არ გსურთ, რომ თქვენზე გავრცელდეს, არ დააჭიროთ დათანხმების ღილაკს და არ გამოიყენოთ ვებ-გვერდსა და აპლიკაციაში განთავსებული ჩვენი სერვისები.
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
თუ თავად ტექსტიდან პირდაპირ სხვაგვარად არ გამომდინარეობს, წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: სითიქომი ან კომპანია: შპს „სითიქომ“ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კომპანია, ს/ნ 405197111). ვებ-გვერდი: სითიქომის ვებ-გვერდი www.citycom.ge. აპლიკაცია: მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი სითიქომის აპლიკაცია. პლატფორმა: შპს „სითიქომის“ ვებ-გვერდი ან/და აპლიკაცია. ძირითადი ანგარიში: მისამართზე არსებულ უძრავ ქონებასთან (ბინა/ფართი) დაკავშირებული ვირტუალური სივრცე პლატფორმის ფარგლებში. ინდივიდუალური ანგარიში: სითიქომის სისტემაში შექმნილი ანგარიში, რომელიც იქმნება სითიქომის სისტემაში რეგისტრირებული პირთან მიმართებით და ფუნქციონირებს ძირითადი ანგარიშის ფარგლებში. ერთი ძირითადი ანგარიშის ფარგლებში, შესაძლოა შეიქმნას ორი სახის ინდივიდუალური ანგარიში: 1) ინდივიდუალური ანგარიში, რომელიც ექმნება პირველადად რეგისტრირებულ პირს; 2) ინდივიდუალური ანგარიში, რომელიც ექმნება სხვა დამატებით პირს. ასევე, შესაძლოა შეიქმნას ერთზე მეტი სხვადასხვა სახის ინდივიდუალური ანგარიში. თითოეულ ინდივიდუალურ ანგარიშს გააჩნია ინდივიდუალური რვანიშნა კოდი. სამეზობლო: მრავალბინიან საცხოვრებელ შენობაში/შენობებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ან შენობის/შენობების საერთო სივრცეების მოვლა-მოწესრიგების ხარჯების შეგროვებისთვის შექმნილი ამხანაგობა, რომელსაც უწევს მომსახურებას სითიქომი მომსახურების ან დავალების ხელშეკრულების საფუძველზე. ძირითადი ხელშეკრულება: სითიქომსა და სამეზობლოს ან სითიქომსა და იურიდიულ პირს შორის არსებული დავალების ან მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სითიქომი გასწევს მისამართზე მომსახურებას. უფლებამოსილი პირი: სამეზობლოს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი სამეზობლოს თანხების განკარგვისა და სითიქომთან სამეზობლოს წარმომადგენლობისთვის. მისამართი: მისამართი, სადაც მდებარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობა/შენობები, რომელშიც სითიქომი გასწევს მომსახურებას. წესები და პირობები: წინამდებარე წესები და პირობები, ასევე მისი ნებისმიერი დანართი და შემადგენელი ნაწილი (მათ შორის და არამხოლოდ, ქუქი-ფაილების (მზა ჩანაწერების) პოლიტიკა), რომლებიც არეგულირებს ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს.
მუხლი 2. ძირითადი და ინდივიდუალური ანგარიში
ძირითადი ანგარიში ძირითადი ანგარიშით შესაძლებელია სამეზობლოს წინაშე არსებული საწევრო ან სხვა სახის გადასახადის გადახდა. ძირითადი ანგარიში ასევე ასახავს ინფორმაციას სამეზობლოს წინაშე არსებული დავალიანების, ვადამოსული გადასახადების შესახებ; ძირითად ანგარიშში ასევე ხელმისაწვდომია ინფორმაცია სამეზობლოს ბალანსის ოდენობასა, სამეზობლოს მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებსა ან ვადამოსულ გადასახადებზე. ძირითადი ანგარიშის ბალანსზე თანხის შეტანა შესაძლოა განახორციელოს ნებისმიერი სახის ინდივიდუალური ანგარიშის მფლობელმა. ინდივიდუალური ანგარიში ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით ანგარიშის მფლობელს აქვს წვდომა სამეზობლოს ბალანსზე აკუმულირებული თანხების ოდენობებზე, სამეზობლოს მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებსა და ვადამოსულ გადასახადებზე. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვისთვის, ინდივიდუალურ ანგარიშზე არ ხდება თანხის შეტანა. ერთი ძირითადი ანგარიშის ფარგლებში შესაძლოა შეიქმნას ორი სახის ინდივიდუალური ანგარიში: 1) ინდივიდუალური ანგარიში, რომელიც ექმნება პირველადად რეგისტრირებულ პირს; 2) ინდივიდუალური ანგარიში, რომელიც ექმნება სხვა დამატებით პირს. 1) ინდივიდუალური ანგარიში, რომელიც ექმნება პირველადად რეგისტრირებულ პირს — ავტომატურად ექმნება პირს, რომელიც პირველადად რეგისტრირდება უძრავი ქონების ძირითადი ანგარიშის ფარგლებში და აპლიკაციაში ანგარიშის სტატუსი განსაზღვრულია, როგორც „მფლობელი“. ამ სახის ინდივიდუალური ანგარიშის მფლობელის შეცვლა ან სხვა პირისათვის გადაცემა ხორციელდება სითიქომის მიერ უძრავი ქონების მესაკუთრის მითითების საფუძველზე. 2) ინდივიდუალური ანგარიში, რომელიც ექმნება სხვა დამატებით პირს — ძირითადი ანგარიშის ფარგლებში ქმნის „მფლობელის“ სტატუსის მქონე ინდივიდუალური ანგარიშის მფლობელი სხვა პირების მოწვევის გზით და განსაზღვრავს წინამდებარე სახის ინდივიდუალური ანგარიშის სტატუსს (ოჯახის წევრი, მოიჯარე და სხვა). სამეზობლოს შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერი სახის ინდივიდუალური ანგარიშის მფლობელს შეუძლია მხოლოდ პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, რისთვისაც პირმა სარეგისტრაციო ველში უნდა შეიყვანოს შესაბამისი ინფორმაცია. მოთხოვნილი ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: სახელი/გვარი, ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა პერსონალური მონაცემი, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს ან სამომავლოდ გახდეს საჭირო ანგარიშის მფლობელისთვის პლატფორმის სერვისის სრულფასოვნად მიწოდებისთვის. ნებისმიერი სახის ინდივიდუალური ანგარიშის მფლობელის მიერ რეგისტრაციის დასრულებისთვის აუცილებელია წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმება. ანგარიშების დაცვას უზრუნველყოფს თავად ანგარიშის მფლობელი ანგარიშში შესვლისთვის საჭირო პაროლის განსაზღვრით. პაროლს სითიქომის პლატფორმის სისტემა ინახავს ჰეშირებული/დაშიფრული სახით, შესაბამისად პაროლი არ არის ცნობილი/ხელმისაწვდომი სითიქომისთვის. გაითვალისწინეთ, რომ სითიქომი არ არის პასუხისმგებელი ანგარიშის მფლობელის მიერ თავისი პაროლის სხვა მესამე პირისთვის გაზიარების შედეგებზე. ანგარიშში შესვლით ნებისმიერი სახის ინდივიდუალური ანგარიშის მფლობელს შეუძლია დაინახოს: • მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული პერსონალური ინფორმაცია, კერძოდ: სახელი/გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, მისი ბინა/ბინების მისამართი, სართული და ნომერი, ფოტოსურათი; • მისი მიმდინარე ბალანსი სითიქომში; • მხოლოდ მის მიერ ბოლო შესრულებული ტრანზაქციები (ტრანზაქციის აღწერა, თარიღი, ტრანზაქციის თანხის ოდენობა, ტრანზაქციის სტატუსი); • მიმდინარე დავალიანება (არსებობის შემთხვევაში); • სამეზობლოს ან/და სამეზობლოების სახელი; • სამეზობლოს უფლებამოსილი პირის სტატუსი, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული სხვა სახის ინფორმაცია; • სამეზობლოს საერთო ბალანსი; • ინფორმაცია სამეზობლოს აქტიური და არააქტიური წევრების შესახებ; • სამეზობლოს მიერ დაგროვებული თანხა თვეების ჭრილში; • სტატისტიკა სამეზობლოს მიერ შეგროვებული და დახარჯული თანხების მაჩვენებლით; • საწევრო გადასახადის ყოველთვიურად გადასახდელი თანხა სამეზობლოს პაკეტიდან გამომდინარე, გადახდის თარიღი და ძირითადი ანგარიშის სტატუსი (აქტიური/არააქტიური); • ის სერვისები, რომელსაც იყენებს სამეზობლო; • ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში სხვადასხვა სახის მომსახურებას, და მათი საკონტაქტო ინფორმაცია; • ძირითადი ანგარიშის ფარგლებში შექმნილი ნებისმიერი სახის ინდივიდუალური ანგარიშის მფლობელ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია; • ყველა ის ანგარიში, რომელიც პლატფორმაზე რეგისტრირებულია ინდივიდუალური ანგარიშის მფლობელის სახელზე. ანგარიშში შესვლით „მფლობელის“ სტატუსის მქონე ინდივიდუალური ანგარიშის მფლობელს დამატებით შეუძლია დაინახოს როგორც მის მიერ ბოლო შესრულებული ტრანზაქციები, ისე ძირითადი ანგარიშის ფარგლებში შექმნილი ყველა ინდივიდუალურ ანგარიშის მფლობელ(ებ)ის მიერ განხორციელებული ტრანზაქციები. პლატფორმის მეშვეობით ნებისმიერი სახის ინდივიდუალური ანგარიშის მფლობელს შეუძლია: • მიიღოს ინფორმაცია სითიქომის მომსახურებაში, ძირითადი ხელშეკრულების პირობებში ცვლილების შესახებ; • სადარბაზოს კარის დისტანციურად გაღების მიზნით დაარეგისტრიროს მობილური ტელეფონის ნომერი; • ჩაანაცვლოს ან წაშალოს მისი ინდივიდუალური ანგარიში; • დააგენერიროს ან/და შეცვალოს სამეზობლოს დაშვების დროებითი — ოთხნიშნა, ან მუდმივი — რვანიშნა კოდი. ერთ-ერთი ინდივიდუალური ანგარიშის მფლობელის მიერ დაშვების კოდის გენერირება ან/და შეცვლა ავტომატურად იწვევს ძირითადი ანგარიშის ფარგლებში შექმნილ სხვა ინდივიდუალური ანგარიშის მფლობელისათვის დაშვების კოდის შეცვლას; • დაამატოს ერთი ან რამდენიმე საბანკო ბარათი, რომლის მეშვეობითაც ინდივიდუალური ანგარიშის მფლობელს შეუძლია შეიტანოს თანხა ძირითადი ანგარიშის ბალანსზე. პლატფორმის მეშვეობით „მფლობელის“ სტატუსის მქონე ინდივიდუალური ანგარიშის მფლობელს დამატებით შეუძლია: • ძირითადი ანგარიშის ფარგლებში ინდივიდუალური ანგარიშ(ებ)ის შექმნა/დამატება და შესაბამისი სტატუსის განსაზღვრა (გარდა „მფლობელის“ სტატუსის განსაზღვრისა); • დამატებითი პირის მოწვევა, მისთვის ინდივიდუალური ანგარიშის შექმნა და სტატუსის განსაზღვრა; • ძირითადი ანგარიშის ფარგლებში შექმნილი ინდივიდუალური ანგარიშის წაშლა/ჩანაცვლება, ინდივიდუალური ანგარიშის სტატუსის რედაქტირება (გარდა „მფლობელის“ სტატუსის მქონე ინდივიდუალური ანგარიშისა). ნებისმიერი სახის ანგარიშის მფლობელი ვალდებულია პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს მიუთითოს სწორი ინფორმაცია. სითიქომი უფლებამოსილია, მაგრამ არ არის ვალდებული გადაამოწმოს ანგარიშის მფლობელის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტე და ასევე იხსნის პასუხისმგებლობას ანგარიშის მფლობელის მიერ არასწორი ინფორმაციის მოწოდების შედეგებზე. ანგარიშის მფლობელის მხრიდან არასწორი ინფორმაციის მითითების შემთხვევაში სითიქომი უფლებამოსილია ანგარიშის მფლობელს დროებით შეუზღუდოს მის ანგარიშზე წვდომა. ნებისმიერი სახის ანგარიშის მფლობელს შეუძლია დაამატოს და მართოს მის მფლობელობაში არსებული ერთზე მეტი უძრავი ქონების ანგარიში. თითოეულ ანგარიშზე ინფორმაცია ცალ-ცალკე აისახება, ხოლო ანგარიშებს შორის გადართვა ხდება აპლიკაციის მეშვეობით.
მუხლი 3. ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაცია
გაითვალისწინეთ, რომ ძირითადი ანგარიშის მეშვეობით გადასახდელი თანხა, გარდა სითიქომის საკომისიოებისა, წარმოადგენს სამეზობლოს უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულ ოდენობას. აღნიშნული თანხის განსაზღვრაში სითიქომი არ იღებს მონაწილეობას, შესაბამისად, სითიქომი წარმოადგენს მხოლოდ ინფორმაციის გამტარს და არ არის უფლებამოსილი განიხილოს პრეტენზიები აღნიშნული თანხის ოდენობასთან მიმართებით. სითიქომის საკომისიო განისაზღვრება ძირითადი ხელშეკრულებით სითიქომსა და სამეზობლოს შორის შეთანხმებით. გაითვალისწინეთ, რომ ინდივიდუალური ანგარიშის ფლობა ფასიანია და მისი ოდენობა განისაზღვრება ძირითადი ხელშეკრულებით სითიქომსა და სამეზობლოს შორის შეთანხმებით. ინდივიდუალური ანგარიშის ფლობის საკომისიოს ოდენობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია სითიქომის პლატფორმაში შექმნილი ძირითადი ანგარიშის მეშვეობით. გაითვალისწინეთ, რომ გამომდინარე ტექნიკური საკითხებიდან და იმ დროიდან, რომელიც სხვადასხვა შუამავლის მეშვეობით თანხის გადახდის პლატფორმაზე ასახვას ესაჭიროება, პლატფორმაზე მითითებული ინფორმაცია სითიქომის ბალანსთან დაკავშირებით არ წარმოადგენს საბოლოო და დადასტურებულ ინფორმაციას სითიქომის მხრიდან. სითიქომის ბალანსთან და ანგარიშის მფლობელის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღებისთვის საჭიროა, რომ ანგარიშის მფლობელმა მიმართოს სითიქომის ადმინისტრაციას ელფოსტის მეშვეობით.
მუხლი 4. დამატებითი სერვისი
პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია დისტანციურად ტელეფონის ნომრის მეშვეობით სადარბაზოს კარის გაღების ფუნქციონალის გააქტიურება. აღნიშნული მომსახურების ჩართვა არის ფასიანი და მისი ოდენობა განისაზღვრება სითიქომსა და სამეზობლოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. სერვისის გააქტიურებისთვის უნდა შეავსოთ შესაბამისი განაცხადი და გადაიხადოთ შესაბამისი მომსახურების თანხა. გაითვალისწინეთ, რომ მისამართზე შესაძლოა მოქმედებდეს სადარბაზოს კარის გაღებისთვის დამატებითი პირობები, რომლებიც განისაზღვრება სითიქომსა და სამეზობლოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. თუ ტელეფონის ნომრის რეგისტრაცია განხორციელდა შეცდომით, თანხის დაბრუნება ხდება კომპანიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით. წერილში მითითებული უნდა იყოს მისამართი, თანხა რომლის დაბრუნებასაც ითხოვთ, გადამხდელის სახელი, გვარი, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბანკის რეკვიზიტები და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. თანხის დაბრუნება ხდება მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე, განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ელ. ფოსტაზე მომართვიდან 2 სამუშაო დღეში.
მუხლი 5. პასუხისმგებლობის შეზღუდვა / გამორიცხვა
სითიქომის პასუხისმგებლობა გამორიცხულია: • თუ ანგარიშის მფლობელი თავად გადასცემს მესამე პირ(ებ)ს, ან მესამე პირისთვის/პირებისთვის სხვაგვარად ხელმისაწვდომს გახდის პლატფორმაზე მის ანგარიშზე შესვლისთვის საჭირო მონაცემებს (ანგარიშის მფლობელის სახელს და პაროლს). ასეთ შემთხვევაში სითიქომს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა მესამე პირების მიერ განხორციელებული ქმედებებისთვის; • სამეზობლოს მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებზე (ანგარიშის მფლობელი აცნობიერებს, რომ სამეზობლოს საერთო ბალანსიდან ტრანზაქციის განხორციელება ხდება მხოლოდ სამეზობლოს უფლებამოსილი პირისგან მიღებული მითითების საფუძველზე); • ანგარიშის მფლობელის მიერ შეცდომით განხორციელებულ ტრანზაქციაზე (პირად ბალანსზე თანხის ჩარიცხვა). ანგარიშის მფლობელი აცნობიერებს, რომ სითიქომი ვერ უზრუნველყოფს შეცდომით განხორციელებული ტრანზაქციის გაუქმებას; • ნებისმიერ ზიანზე, დანაკარგზე, რომელიც გამოწვეულია სითიქომისგან დამოუკიდებელი ხარვეზის/შეცდომის, ანგარიშის მფლობელის მხრიდან ტრანზაქციის გაუქმება/შეჩერების, კომპიუტერული ვირუსის ან სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში, და აღნიშნულით დამდგარ შედეგზე/შედეგებზე; • თუ ვებ-გვერდსა ან/და აპლიკაციაზე წვდომა შეუძლებელია ტექნიკური შეფერხების, ან სითიქომისგან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზით; • ვებ-გვერდსა და აპლიკაციაში მესამე პირების მიერ განთავსებული რეკლამის ან სხვა სახის კონტენტის გახსნით დამდგარ შედეგზე. სითიქომი უზრუნველყოფს ანგარიშის მფლობელის წვდომას პლატფორმაზე და სერვისის მიწოდებას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. სითიქომი არ გასცემს სხვა ისეთ გარანტიას ან დაპირებას, აგრეთვე არ იღებს სხვა ისეთ ვალდებულებას, რომელიც არ არის მითითებული წესებსა და პირობებში. სითიქომი არ არის პასუხისმგებელი და არ გასცემს გარანტიას, რომ ვებ-გვერდი ან/და აპლიკაცია მუდმივად, ნებისმიერი სახის შეფერხების გარეშე იქნება ხელმისაწვდომი და იმუშავებს შეფერხების ან პროგრამული შეცდომის/ხარვეზის გარეშე. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი შინაარსის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და შეზღუდვებზე. სითიქომი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებზე, თუ ვებ-გვერდის ან აპლიკაციის შემადგენელი გარკვეული კომპონენტები არაა ხელმისაწვდომი ანგარიშის მფლობელისთვის. ასევე სრულად და მხოლოდ ანგარიშის მფლობელის რისკს წარმოადგენს პლატფორმაზე მოსახვედრად გამოყენებული ნებისმიერი პროგრამული მოდულის (სატელეფონო, კომპიუტერული და სხვა) გაუმართაობა.
მუხლი 6. ვებ-გვერდისა და აპლიკაციის გამოყენების ზოგადი წესები
ვებ-გვერდსა და აპლიკაციაში მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ანგარიშის მფლობელის პირადი გამოყენებისთვის. ანგარიშის მფლობელი აცნობიერებს, რომ პლატფორმაზე მისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, მათ შორის სამეზობლოს ბალანსისა და სამეზობლოს მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების შესახებ, წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. შესაბამისად, ანგარიშის მფლობელი თანახმაა დაიცვას ასეთი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. სითიქომი თავისი შეხედულებისამებრ პლატფორმაზე განათავსებს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მომსახურებას. აღნიშნული არ წარმოადგენს ამ პირების მომსახურების რეკომენდაციას და სითიქომი არ არის პასუხისმგებელი მათ ქმედებებსა თუ გაწეული მომსახურების ხარისხზე. ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილია აცნობოს სითიქომს პლატფორმასთან დაკავშირებით ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის შესახებ. ანგარიშის მფლობელს ეკრძალება სითიქომის ან/და აპლიკაციის პროგრამული კოდის გაგებისთვის ქმედებების განხორციელება, ან აღნიშნულის დეკომპილაცია, გარდა კანონმდებლობით დაშვებული ფარგლებისა. პლატფორმით სარგებლობისას კატეგორიულად აკრძალულია ცილისმწამებლური ტექსტების განთავსება, გაგზავნა, სიძულვილის ენით საუბარი, ან სხვა ნებისმიერი პირის, მათ შორის სითიქომის ან/და ნებისმიერი მესამე პირის უფლების ან/და რეპუტაციის, ღირსების შემლახავი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება/გაგზავნა, ან სხვა კანონმდებლობით აკრძალული ქმედების განხორციელება. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას შეექმნება გონივრული ეჭვი, რომ პლატფორმის გამოყენებისას ან/და ტრანზაქციის განხორციელებისას ირღვევა ძირითადი ხელშეკრულების პირობები ან/და ტრანზაქციები არაკანონიერი, თაღლითური ან არაავტორიზებულია, სითიქომი უფლებამოსილია გააჩეროს ასეთი ტრანზაქცია და დროებით დაბლოკოს ნებისმიერი პირის ანგარიში, ვინც მსგავს აქტივობას ახორციელებს, სანამ კომპანია არ შეისწავლის კონკრეტულ ფაქტებს. კომპანია ასევე უფლებამოსილია, მსგავს შემთხვევებში მიმართოს შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებს, სხვა სახელმწიფო ორგანოებს და მიაწოდოს მათ ინფორმაცია. ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილია მიმართოს სითიქომს და მოითხოვოს ანგარიშის დროებით დაბლოკვა, თუ მას აქვს გონივრული ეჭვი, რომ ანგარიშზე შესვლისთვის აუცილებელი მისი მონაცემები, მისი ნების გარეშე სხვა მესამე პირისთვის გახდა ხელმისაწვდომი.
მუხლი 7. პერსონალური მონაცემები
ანგარიშის მფლობელი აცნობიერებს, რომ სითიქომის მომსახურების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ის, რომ სამეზობლოს საერთო ბალანსზე თანხის აკუმულირება მოხდეს გამჭვირვალედ, ხოლო სამეზობლოს წევრებს ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ მრავალბინიანი კორპუსის რომელი ბინების მაცხოვრებლები ზრუნავენ საერთო საკუთრების სივრცეების მოვლა-მოწესრიგებაზე. აქედან გამომდინარე, იქმნება საჭიროება, რომ ანგარიშის მფლობელის სახელი, გვარი, სართული და ბინის ნომერი ხელმისაწვდომი იყოს სამეზობლოს სხვა წევრებისთვისაც. შესაბამისად, ანგარიშის მფლობელი აცნობიერებს, რომ ხელშეკრულების შესრულების მიზნით, სამეზობლოს სხვა წევრებისთვის ნაგულისხმევ რეჟიმში ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია მისი სახელის, გვარის, ბინის ნომრისა და სართულის შესახებ, რაც წარმოადგენს საერთო საკუთრების მოვლა-მოწესრიგების მიზნისთვის აუცილებელ და პროპორციულ ინფორმაციას. ანგარიშის მფლობელს, საკუთარი სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს პლატფორმის პარამეტრებიდან მონიშნოს და დამატებით ხილვადი გახადოს მისი მობილური ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტა სამეზობლოს სხვა წევრებისთვის. აღნიშნული მონაცემების სამეზობლოსთვის გასაჯაროება ხორციელდება მხოლოდ ანგარიშის მფლობელის თანხმობის საფუძველზე. ანგარიშის მფლობელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, სისტემაში შესაბამისი პარამეტრის გამორთვით გააუქმოს გაცემული თანხმობა და შეზღუდოს ამ მონაცემებზე სხვა პირთა წვდომა. ნაგულისხმევ რეჟიმში, პლატფორმა არ ითხოვს და არ ამუშავებს ანგარიშის მფლობელის ფოტოსურათს. ანგარიშის მფლობელის მიერ, საკუთარი ინიციატივით, ფოტოსურათის სისტემაში ატვირთვის შემთხვევაში იგი აცნობიერებს, რომ აღნიშნული ვიზუალური მონაცემი სამეზობლოს სხვა წევრებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. ანგარიშის მფლობელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე წაშალოს ატვირთული ფოტოსურათი სისტემის პარამეტრებიდან, რაც ავტომატურად შეზღუდავს ხსენებულ მონაცემზე სამეზობლოს სხვა წევრთა წვდომას. სითიქომი იღებს ვალდებულებას დაიცვას პლატფორმაზე ანგარიშის მფლობელის მიერ მითითებული პერსონალური მონაცემები, დაამუშავოს აღნიშნული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და გამოიყენოს პლატფორმის ფუნქციონირების, განვითარებისა და კანონით ნებადართული სხვა მიზნებისთვის. პერსონალურ მონაცემებად ითვლება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, რაც მოიცავს, მაგრამ არ იზღუდება შემდეგი ჩამონათვალით: სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი და სხვა. ჯეროვანი მომსახურების გაწევის მიზნით, სითიქომი უფლებამოსილია შეაგროვოს შემდეგი ტიპის მონაცემები: საბანკო რეკვიზიტები; ანგარიშის მფლობელის იმ მოწყობილობის IP მისამართი, რომლითაც განხორციელდა პლატფორმაზე წვდომა (შემდგომში „მოწყობილობა“); ინფორმაცია მოწყობილობის ბრენდს, კატეგორიასა და მოდელზე; საოპერაციო სისტემის ტიპი და ვერსია, გამოყენებული ბრაუზერის ტიპები და ვერსიები; წვდომის სისტემის მიერ გამოყენებული ოპერაციული სისტემა; წვდომის თარიღი და დრო; მობილური მოწყობილობის ტიპი, რომლითაც განხორციელდა აპლიკაციაზე წვდომა ან/და ამ მობილური მოწყობილობის უნიკალური ID, ბრენდი, მოდელი; მობილური მოწყობილობის იდენტიფიკატორები, სხვა დიაგნოსტიკური მონაცემები და ა.შ. სითიქომი იღებს ვალდებულებას ანგარიშის მფლობელის პერსონალური მონაცემები დაამუშავოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 8. ინტელექტუალური საკუთრება
ანგარიშის მფლობელი არ არის უფლებამოსილი გაავრცელოს, სხვას გადასცეს, დაამზადოს ასლი ან/და მოახდინოს რეპროდუცირება კომერციული მიზნებისთვის, ან პირადი მოხმარების მიზნის გარდა სხვა ნებისმიერი მიზნისთვის, ვებ-გვერდის/აპლიკაციის სტრუქტურის, გამოსახულებისა და დიზაინის, სითიქომის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. აღნიშნულზე თანხმობის გაცემა წარმოადგენს სითიქომის ერთპიროვნულ დისკრეციას.
მუხლი 9. მარეგულირებელი სამართალი და დავების გადაწყვეტა
წესები და პირობები განიმარტება და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. წესებიდან და პირობებიდან გამომდინარე ნებისმიერი უთანხმოება მხარეებს შორის უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავა გადაეცემა საქართველოს უფლებამოსილ სასამართლოს.
მუხლი 10. ცვლილებების განხორციელება
სითიქომი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები წესებსა და პირობებში და იმ მომსახურების პირობებში, რომელსაც სითიქომი ახორციელებს პლატფორმის მეშვეობით. ცვლილებები ავტომატურად განთავსდება კომპანიის ვებ-გვერდსა და აპლიკაციაში. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ანგარიშის მფლობელისთვის ხელმისაწვდომი იქნება პლატფორმაზე სპეციალური შეტყობინების გზით. ანგარიშის მფლობელი ვალდებულია გაეცნოს აღნიშნულ შეტყობინებას. შეტყობინების გაგზავნა მოხდება ცვლილებების ძალაში შესვლამდე სულ მცირე 2 კვირით ადრე.
მუხლი 11. გარდამავალი დებულებები
წესებსა და პირობებზე დათანხმებით, ანგარიშის მფლობელი ადასტურებს, რომ წესები და პირობები შედგენილია მისთვის გასაგებ ენაზე და იგი სრულად აცნობიერებს აღნიშნულით დადგენილი ნორმების შინაარს. კომპანია იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შეაჩეროს ან შეწყვიტოს პირის რეგისტრაცია ან ვებ-გვერდზე ავტორიზაცია, თუ ჩათვლის, რომ ის არასწორად, წინამდებარე წესების და პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს. წესებისა და პირობების ცალკეული ნაწილების ბათილობა არ იწვევს მთლიანი დოკუმენტის ან/და მისი სხვა ნაწილების ბათილობას. ის საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება წესებითა და პირობებით და ძირითადი ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ანგარიშის მფლობელის მიერ მითითებული ინფორმაციის, მათ შორის და არა მხოლოდ, ტელეფონის ნომრის, მისამართის, ცვლილების შემთხვევაში, მხარე ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ მის მიერ მომსახურების შეუსრულებლობა დაკავშირებული იქნება ანგარიშის მფლობელის მიერ ვალდებულების დარღვევასთან.
კონტაქტი
შპს სითიქომ (ს/ნ 405197111) იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა, N48, ბინა N3 ფაქტობრივი მისამართი: გ. დანელიას 23, თბილისი, საქართველო ელ. ფოსტა: info@citycom.ge ტელ: 0322 23 24 25
ქუქი-ფაილების (მზა-ჩანაწერების) პოლიტიკა
წინამდებარე პოლიტიკა აღწერს, თუ როგორ იყენებს შპს „სითიქომი“ (შემდგომში „კომპანია“) ქუქი-ფაილებს (მზა ჩანაწერებს) და მსგავს ტექნოლოგიებს თავის ვებ-გვერდზე. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა გამჭვირვალობისა და კანონიერების პრინციპების სრული დაცვით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, პლატფორმაზე თქვენი პირველი ვიზიტისას ეკრანზე ავტომატურად გამოჩნდება სპეციალური საინფორმაციო ფანჯარა (ე.წ. ქუქი-ბანერი). აღნიშნული ფანჯრის მეშვეობით თქვენ გეძლევათ სრული შესაძლებლობა, მიიღოთ ინფორმაცია ქუქი-ფაილების შესახებ და თავისუფლად, ინფორმირებულად მართოთ თქვენი თანხმობა. საინფორმაციო ფანჯრის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ შემდეგი ქმედებები: • დაეთანხმოთ ყველა ჩანაწერს: გასცეთ თანხმობა როგორც აუცილებელი, ისე ანალიტიკური, ფუნქციური და მესამე მხარის ქუქი-ფაილების სრულად გამოყენებაზე; • უარყოთ არააუცილებელი ჩანაწერები: დაუშვათ მხოლოდ იმ ქუქი-ფაილების გამოყენება, რომლებიც მკაცრად აუცილებელია პლატფორმის ტექნიკური ფუნქციონირებისა და უსაფრთხოებისთვის; • მართოთ პრეფერენციები: დეტალურად გაეცნოთ თითოეულ კატეგორიას და ინდივიდუალურად მონიშნოთ, თუ კონკრეტულად რომელი კატეგორიის ქუქი-ფაილების გააქტიურებაზე ხართ თანახმა. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ კომპანიის მიერ მზა-ჩანაწერების გამოყენება ბრაუზერის/მოწყობილობის პარამეტრებში ცვლილების შეტანით. რა არის ქუქი-ფაილები (მზა-ჩანაწერები)? ქუქი-ფაილები არის ტექსტური ფაილები, რომლებიც შეიცავს გარკვეული რაოდენობის ინფორმაციას და გადმოწერილია თქვენს მოწყობილობაზე (როგორიცაა კომპიუტერი, სმარტფონი და ა.შ.) ვებ-გვერდის მონახულებისას. ქუქი-ფაილების ამოცნობა შესაძლებელია იმ ვებ-გვერდის მიერ, საიდანაც გადმოიწერა ისინი, ან სხვა ვებ-გვერდის მიერ, რომლებიც იყენებენ ერთსა და იმავე ქუქი-ჩანაწერებს. აღნიშნული ეხმარება ვებ-გვერდს გაარკვიოს, რამდენად იყო ვებ-გვერდი გახსნილი/გამოყენებული აღნიშნული მოწყობილობის მიერ. რა ტიპის ქუქი-ფაილებს (მზა-ჩანაწერებს) ვიყენებთ ჩვენ? კომპანია იყენებს შემდეგი ტიპის ქუქი-ფაილებს: • _gat_gtag_UA_****** — Google Analytics-ისთვის საჭირო ანალიტიკური ქუქი-ფაილი, რომლის მეშვეობითაც ხდება საიტზე ანგარიშის მფლობელის ქცევის შესწავლა (ვადა: 1 დღე); • _gid — Google Analytics-ისთვის საჭირო ანალიტიკური ქუქი-ფაილი, რომლის მეშვეობითაც ხდება ვიზიტორის იდენტიფიცირება (ვადა: 1 დღე); • auth._token.facebook, auth._token.google, auth.strategy — სოციალური ქსელების მეშვეობით (Google, Facebook) ავტორიზაციისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები (ვადა: სესიის დასრულებამდე); • social_redirect_url — ფუნქციური ქუქი-ფაილი, რომლის საშუალებითაც ხდება სოციალური ავტორიზაციის შემთხვევაში იმ გვერდზე დაბრუნება, საიდანაც დაიწყო ავტორიზაციის პროცესი (ვადა: 1 დღე). მესამე მხარის ქუქი-ფაილები (მზა-ჩანაწერები): • SIDCC — ანგარიშის მფლობელის მონაცემების არასანქცირებული წვდომისგან დასაცავად (ვადა: 3 თვე); • SAPISID, APISID, HSID, SID (ვადა: 2 წელი); • SSID (ვადა: 1 თვე); • NID (ვადა: 2 თვე); • SEARCH_SAMESITE (ვადა: 6 თვე); • 1P_JAR (ვადა: 1 თვე). რატომ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს (მზა-ჩანაწერებს)? ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის, რათა უზრუნველვყოთ პლატფორმის გამართული მუშაობა და გავაუმჯობესოთ ანგარიშის მფლობელის გამოცდილება. ქუქი-ფაილების (მზა-ჩანაწერების) კონტროლი (შეცვლა/წაშლა) თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აკონტროლოთ ქუქი-ფაილები, შეცვალოთ ან წაშალოთ ისინი ბრაუზერის ან მოწყობილობის პარამეტრებიდან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ ზღუდავთ ვებ-გვერდების ქუქი-ფაილების დაყენების შესაძლებლობას, შესაძლოა ვერ შეძლოთ ვებ-გვერდის გარკვეულ ნაწილებზე წვდომა და ვერ ისარგებლოთ ვებ-გვერდით სრულად.